Accentnews.ge
სამოგზაურო დაზღვევა მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს - რომელი პოლისი ჯობია?

სამოგზაურო დაზღვევა მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს - რომელი პოლისი ჯობია?

27/11/2026 02:00:00 საზოგადოება, რეკლამა

წლის განმავლობაში, ჯამში, რამდენ დღეს ატარებ საზღვარგარეთ? ან რამდენად ხშირად მოგზაურობ? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარება, რომ სამოგზაურო დაზღვევა სწორად შეარჩიო. 

ზოგჯერ, მოგზაურობის მიზანი დასვენებაა, ზოგჯერ კი - საქმიანი ვიზიტი. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ შენს ინტერესებზე მორგებული დაზღვევა აირჩიო. ისეთი, რომლის იმედიც გექნება და თავდაჯერებულობას შეგმატებს. 

სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ ამ მიმართულებით რამდენიმე პოლისი აქვს. შენი გეგმების გათვალისწინებით, შეგიძლია შეარჩიო ერთჯერადი პოლისი, მულტიპოლისი ან „მოგზაურის“ პაკეტი. 

უფრო მეტს იმის შესახებ, თუ რას ფარავს სამოგზაურო დაზღვევა, სტატიიდან გაიგებთ.  

ერთჯერადი პოლისი - კონკრეტული მოგზაურობისთვის

თუ საზღვარგარეთ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მიემგზავრები, ერთჯერადი პოლისი გამოგადგება. ამ შემთხვევაში, დაზღვევის დღეების რაოდენობას თავად ირჩევ. არ აქვს მნიშვნელობა დასასვენებლად მიდიხარ თუ საქმიანი ვიზიტით. 

„ირაოს“ ერთჯერადი პოლისის დღიური ღირებულება 1.5 ლარიდან იწყება. საბოლოო ფასი დამოკიდებულია დაზღვეულის ასაკსა და მოგზაურობის ხანგრძლივობაზე. დაზღვევა ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკიდან და მოქმედებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მულტიპოლისი - წინასწარ განსაზღვრული დღეები 6 ან 12 თვის განმავლობაში

მულტიპოლისი იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც წლის განმავლობაში რამდენიმე ხანგრძლივი მოგზაურობა აქვს დაგეგმილი. მისი შეძენისას წინასწარ ირჩევ სამოგზაურო დღეების რაოდენობას და ერთ პოლისში აფიქსირებ. პოლისი მოქმედებს 6 ან 12 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ყოველი გამგზავრების წინ ახალი ხელშეკრულების გაფორმება აღარ გჭირდება.

„ირაოს“ მულტიპოლისის ღირებულება ადამიანის ასაკისა და გამოყენების ვადის მიხედვით განისაზღვრება. პოლისის ფასი თვეში 45 ლარიდან იწყება. მულტიპოლისის არჩევა კარგი ვარიანტია, თუ წინასწარ იცი, რომ საზღვარგარეთ რამდენიმე კვირას ან თვეს გაატარებ.

„მოგზაური“ - ხშირი და მოკლევადიანი ვიზიტებისთვის

თუ საზღვარგარეთ ხშირად მოგზაურობ და თითოეული ვიზიტი 15 დღეს არ აღემატება, შეგიძლია „მოგზაურის“ პოლისი შეარჩიო. ამ პაკეტით სამოგზაურო დღეების ულიმიტო რაოდენობას წინასწარ ყიდულობ. ქვეყნიდან ყოველი გასვლისას კი მოგზაურობის პირველი 15 დღე დაზღვეულია. 

„მოგზაური“ შეიძლება ბიზნესმოგზაურმაც შეიძინოს, რომელსაც წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მოკლე შეხვედრები აქვს დაგეგმილი. ასევე, ადამიანმა, რომელიც ხშირად სტუმრობს ოჯახის წევრებს საზღვარგარეთ. პოლისის ფასი თვეში 75 ლარიდან იწყება. საბოლოო ღირებულება ადამიანის ასაკისა და გამოყენების პოლისის ხანგრძლივობის მიხედვით განისაზღვრება.

მულტიპოლისსა და „მოგზაურს“ შორის მთავარი განსხვავება დაზღვეული დღეების დათვლის წესია. მულტიპოლისით წინასწარ განსაზღვრულ დღეებს ყიდულობ. „მოგზაურით“ კი დღეების რაოდენობა ულიმიტოა, თუმცა თითოეული გამგზავრებისას დაფარვა მხოლოდ პირველი 15 დღის განმავლობაში მოქმედებს. ამიტომ, თუ საზღვარგარეთ ორ კვირაზე მეტხანს რჩები, ეს პირობა აუცილებლად გაითვალისწინე.

როგორ შეადარო ფასები და შეარჩიო შენს ინტერესებზე მორგებული სამოგზაურო დაზღვევა?

შედარებისას მხოლოდ თვიურ ან დღიურ ფასს ნუ დაეყრდნობი. ჯერ განსაზღვრე, რამდენჯერ აპირებ გამგზავრებას და რამდენი დღე იქნები უცხოეთში წლის განმავლობაში. შემდეგ ერთჯერადი პოლისების სავარაუდო ჯამური ღირებულება მულტიპოლისისა და „მოგზაურის“ ფასს შეადარე.

მაგალითად, თუ წლის განმავლობაში ორჯერ მიემგზავრები და თითო ვიზიტი რამდენიმე დღეს გრძელდება, შეიძლება ერთჯერადი პოლისს შეძენა სჯობდეს. თუ წელიწადში რამდენჯერმე მიემგზავრები, მულტიპოლისი შესაძლოა უფრო ხელსაყრელი ვარიანტი იყოს. „მოგზაურის“ პაკეტი კი იმ შემთხვევაში გამოგადგება, თუ ხშირად მოგზაურობ, თუმცა თითოეული ვიზიტი 15 დღეზე ნაკლები ხნის განმავლობაში გრძელდება. 

ფასის გამოთვლისთვის შეგიძლია გამოიყენო მარტივი მიდგომა: ერთჯერადი პოლისის დღიური ღირებულება გაამრავლე წლის განმავლობაში დაგეგმილი დაზღვეული დღეების ჯამზე. შემდეგ მიღებული თანხა შეადარე მულტიპოლისისა და „მოგზაურის“ ღირებულებას. ასე დაინახავ, რომელი პაკეტი შეესაბამება შენს გეგმებს და ბიუჯეტს. პოლისების ღირებულების გამოთვლაში „ირაოს” სამოგზაურო პაკეტების გვერდზე ჩაშენებული მარტივი კალკულატორიც დაგეხმარება.

ტურისტული დაზღვევა მხოლოდ ფასის გათვალისწინებით არ უნდა შეარჩიო. გადაამოწმე სადაზღვევო ლიმიტები, ფრანშიზა, მოქმედების პერიოდი და ისიც, რა შემთხვევებს ფარავს კონკრეტული პოლისი. ამ დეტალების ცოდნა გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება.

რას ფარავს სამოგზაურო დაზღვევა?

„ირაოს“ სამოგზაურო დაზღვევის პაკეტები შემდეგ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებებს ფარავს:

  • სტაციონარული მკურნალობა - ლიმიტი: 60 000 აშშ დოლარი ან ევრო;
  • ამბულატორიული მკურნალობა - ლიმიტი: 10 000 აშშ დოლარი ან ევრო;
  • გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება - ლიმიტი: 1 000 აშშ დოლარი ან ევრო;
  • გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მომსახურება - ლიმიტი: 1 000 აშშ დოლარი ან ევრო.
  • დაზარალებულის ან გარდაცვლილის რეპატრიაცია - ლიმიტი: 5 000 აშშ დოლარი ან ევრო.
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარება - ლიმიტი: 200 აშშ დოლარი ან ევრო.

პოლისით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობა ფრანშიზის გარეშე შეგიძლია. დაფარვის ზუსტი პირობები და ლიმიტები პოლისის შეძენამდე გადაამოწმე.

როგორ შეიძინო მოგზაურობის დაზღვევა ონლაინ?

სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ შეგიძლია შეიძინო online.irao.ge-ზე. პოლისის ონლაინ შეძენისას შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, აირჩიე შენს ინტერესებზე მორგებული პაკეტი და მიიღე პოლისი ელექტრონულ ფოსტაზე. 

ეს პროცესი სახლიდან გაუსვლელად სრულდება. სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ მიდგომა ადამიანზე ორიენტირებულ დაზღვევას, ევროპულ ცოდნასა და გამოცდილებას აერთიანებს. ეს კომპანია ადამიანებისთვის სანდო სადაზღვევო მრჩეველი ხდება. 

გაითვალისწინე ერთი მნიშვნელოვანი პირობა: სამოგზაურო დაზღვევა აუცილებლად საქართველოს საზღვრის დატოვებამდე უნდა შეიძინო. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ შეძენილი პოლისი ვალიდური არ იქნება და ანაზღაურებას ვერ მიიღებ.

მოგზაურობის დაზღვევა შეარჩიე შენი გეგმის მიხედვით. გაითვალისწინე: რამდენჯერ მიემგზავრები, რამდენ ხანს რჩები უცხოეთში და რა ტიპის დაფარვა გჭირდება.

თუ პირობებს წინასწარ შეადარებ, უფრო მარტივად განსაზღვრავ, რომელი პაკეტის არჩევა სჯობს. ტურისტული დაზღვევა აუცილებლად გამგზავრებამდე შეიძინე, რათა ანაზღაურების მიღება შეძლო. 


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S