Accentnews.ge
დავითულიანი: "შოუ რომ არ დადგან, საკრებულოს უმრავლესობის სხდომის თარიღს არ დავასახელებთ"

დავითულიანი: "შოუ რომ არ დადგან, საკრებულოს უმრავლესობის სხდომის თარიღს არ დავასახელებთ"

17/12/2019 12:22:46 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობა დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის საკითხს სხდომაზე გადაწყვეტს, თუმცა მისი გამართვის თარიღს არ კონკრეტებს.

"უმრავლესობაზე შევიკრიბებით და გადავწყვეტთ. მე ერთპიროვნულად არ გიპასუხებთ ახლა, დავატოვებინებთ თუ არა მას თანამდებობას. შოუ რომ არ დადგან [ოპოზიციამ], საკრებულოს უმრავლესობის სხდომის თარიღს არ დავასახელებთ", – განაცხდა დავითულიანმა და დასძინა, რომ საკრებულოს უმრავლესობის ყველა წევრი ემიჯნება ერეკლე კუხიანიძის შეურაცხმყოფელ განცხადებებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ:

„ყველას მიგვაჩნია, რომ ამგვარი განცხადების გაკეთება, როდესაც ადამიანი არის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში, არ შეიძლება და ამასთან დაკავშირებით შედგება უმრავლესობის სხდომა და ვიმსჯელებთ მის [ერეკლე კუხიანიძის] თანამდებობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით“. 

ცნობისთვის: დღეს დილიდან საკრებულოში ხმაურია. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები უმრავლესობის დეპუტატ ერეკლე კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და მანდატის დატოვებას მოითხოვენ. დემონსტარანტებმა დაიკავეს ერეკლე კუხიანიძის სამუშაო ოთახის  მისაღები, მოგვიანებით, მათ სამართალდამცველებმა ადგილი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.  საკრებულოში მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მათი აქტივისტები.

მას შემდეგ, რაც ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" წევრები სოციალური ქსელის მეშვეობით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას შეუდგნენ.  მაგალითად, თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე "ფეისბუქში" ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის ოჯახს აგინებს.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S