Accentnews.ge
სასამართლომ 12 დეკემბერს დაკავებულ სამ პირს ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ 12 დეკემბერს დაკავებულ სამ პირს ჯარიმა დააკისრა

17/12/2019 13:08:17 სხვა, სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 დეკემბერს პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 16 პირიდან 4-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. 

სასამართლომ ალიკა კუპრავას 2 000 ლარი, ალექსანდრე დავლაძესა და დავით კაკაურიძეს 1 500 -1 500 ლარი დააკისრა, ხოლო ლევან გახელაძე სამართალდამრღვევად არ სცნო და მის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 16 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან: გიორგი ვაშაძე, გურამ ჩალაგაშვილი, გია თევდორაძე, ბესო გაზდელიანი, გიორგი ბუნტური, ლევან გახელაძე, ირაკლი კუპრაძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S