Accentnews.ge
აფხაზური მედია: "რესპუბლიკაში უცხოური იარაღით შეიარაღებულ დივერსიულ ჯგუფს ეძებენ, სოხუმის მისადგომები გადაკეტილია"

აფხაზური მედია: "რესპუბლიკაში უცხოური იარაღით შეიარაღებულ დივერსიულ ჯგუფს ეძებენ, სოხუმის მისადგომები გადაკეტილია"

08/11/2023 19:43:38 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში ძალოვანები "უცხოური იარაღით აღჭურვილ პირთა ჯგუფს ეძებენ", - იუწყება ადგილობრივი მედია დე ფაქტო შს მინისტრ რობერტ კიუტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და იქვე დასძენს, რომ "სოხუმის ყველა მისადგომი გადაკეტილია".

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 7 შეიარაღებული პირი სოფელ აზანთასთან მწყემსებმა შენიშნეს.

საყურადღებოა, რომ ამ ინფორმაციის აფხაზურ მედიაში გავრცელებამდე რუსი პროპაგანდისტის იუთუბ-არხმა «Соловьев LIVE»-მა "აფხაზეთში საქართველოდან გადასული დივერსიული ჯგუფის დაკავების" შესახებ ცნობა გაავრცელა, რომელშიც ჯგუფის მიზნად "სოხუმის აეროპორტის წინააღმდეგ ტერაქტს" ასახელებდა.

თბილისს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S