Accentnews.ge
შსს: 9 თვეში ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი

შსს: 9 თვეში ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი

09/11/2023 06:46:09 სამართალი

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ოჯახში ფიზიკური ძალადობის 1764 შემთხვევა დაფიქსირდა, ფსიქოლოგიურის - 6029, ეკონომიკურის - 76, სექსუალურის - 26, იძულების - 64 და უგულებელყოფის - 44.

რაც შეეხება ასაკობრივ ჭრილს - ოჯახში მამაკაცებისა და ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა 25-44 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდა. კერძოდ, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში მსხვერპლი 2701 ქალია, კაცი კი 274. ამასთან, მონაცემებით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 13 წელს ქვემოთ 83 გოგო და 82 ბიჭია. 14-17 წლის ასაკობრივ კატეგორიაში კი 149 გოგო და 52 ბიჭი.

სტატისტიკის თამახმად, საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ ძალადობის შემთხვევებში, მოძალადე 4 785 მამაკაცია, 867 კი ქალი. აღსანიშნავია, რომ მოძალადე მამაკაცებისა და ქალების ყველაზე დიდი ნაწილიც 25-44 წლის ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში მოძალადე მამაკაცი 2893-ია, ქალი კი 405.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში, 6 510 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S