Accentnews.ge
"ინფორმაცია ხელში ჩაუვარდათ" - კოკოითი გინტურის ოჯახის ინფორმაციას ფაქტობრივად, ადასტურებს

"ინფორმაცია ხელში ჩაუვარდათ" - კოკოითი გინტურის ოჯახის ინფორმაციას ფაქტობრივად, ადასტურებს

09/11/2023 08:30:28 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონის – სამაჩაბლოს ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ფაქტობრივად ადასტურებს იმ ოკუპანტების ვინაობას, რომლებსაც ოჯახი თამაზ გინტურის მკვლელობაში ამხელს.

მისი თქმით, „სასაზღვრო სამსახურის“ თანამშრომლების პირადი ინფორმაცია თბილისელი "პროვოკატორებს" ხელშია და საიდუმლო ინფორმაციის გამცემების დასჯას მოითხოვს.

"სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების პირადი ინფორმაცია თბილისელ პროვოკატორებს ხელში ჩაუვარდათ. დაე იყოს მათ სინდისზე, ვინც დღეს თანამშრომლობს მტრული სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან და ღალატობს თავის ხალხს. სამწუხაროდ, მსგავსი სიგნალები გახშირდა, რაც მიუთითებს ზოგიერთი მოქალაქის ადგილზე თანამშრომლობაზე ჩვენი სამხრეთელი მეზობლის სადაზვერვო სამსახურებთან. ჩვენთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ ვაიდენტიფიციროთ ის თანამშრომლები და ნაძირლები, რომლებმაც ჩაიდინეს ტერორისტული თავდასხმები და თანამშრომლობდნენ ქართულ სპეცსამსახურებთან", - წერს კოკოითი.

ცნობისთვის: ოჯახის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თამაზ გინტური რუსმა სამხედროებმა – ვასილ დემიდოვმა და კოლია ისჩენკომ მოკლეს.

მკვლელობა 6 ნოემბერს სოფელ კირბალში მოხდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი გატაცებულია. გინტურს ზურგის არეში ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება.

დღეს მედიასთან პირველად ისაუბრა კირბალის მკვიდრმა თამაზ პაპიტაშვილმა, რომელიც ლომისას სალოცავთან თამაზ გინტურთან და ლევან დოთინაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მანამდე ის სამართალდამცველებმა გამოკითხეს.

პაპიტაშვილი ამბობს, რომ უშუალოდ მკვლელობას არ სესწრებია და არც ტაძართან ყოფნისას შეუმჩნევია ვინმე. სროლის ხმა მხოლოდ ტაძრის ტერიტორიის დატოვების შემდეგ გაიგო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ოჯახი ამბობს, რომ შსს–დან მათ არავინ დაკავშირებია სავარაუდო მკვლელებზე ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S