Accentnews.ge
აქტივისტები: ჩეჩნეთში, დაღესტნის საზღვართან რეიდის შემდეგ ათობით ადამიანი დააკავეს

აქტივისტები: ჩეჩნეთში, დაღესტნის საზღვართან რეიდის შემდეგ ათობით ადამიანი დააკავეს

09/11/2023 11:54:11 კავკასია

ჩეჩნეთში, უშიშროების ძალებმა ჩაატარეს რეიდი გუდერმესის რაიონის სოფელ კადი-იურტში, დაღესტნის საზღვართან. ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია ათობით ადგილობრივი. გავრცელებულ კადრებში ჩანს სოფელში შესული ჯავშანტექნიკა. რეიდების მიზეზები დაზუსტებით უცნობია, რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს.

ჩეჩენ ოპოზიციონერთა ტელეგრამის–არხი 1ADAT–ზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ 8 ნოემბერს, საღამოს კადი-იურტში 60-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა ნაწილი, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის რეზიდენციაში გადაიყვანეს, უმრავლესობა კი გროზნოში „სწრაფი რეაგირების ძალების ტერიტორიაზე“.

1DAT რეიდს "წმენდას" უწოდებს. „ზოგიერთი მათგანი იმის გამო გაიტაცეს, რომ მათ მხარდაჭერა გამოხატეს პალესტინის მიმართ“, - აცხადებენ აქტივისტები.

„მათ სოფელში დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს, სოფელს ალყა შემოარტყეს და ჩაკეტეს ყველა მხრიდან. იუწყებიან ადგილობრივი ახალგაზრდების გატაცების შესახებ“, - წერს სხვა ოპოზიციური ტელეგრამ–არხი NIYSO.

კადი-იურტში რეიდების შესახებ არაფერს ამბობს არც ადგილობრივი მედია, არც კადიროვი და არც ძალოვანი უწყება.

28 ოქტომბერს, საღამოს ხასავიურტის მაცხოვრებლები სასტუმრო "ფლამინგოსთან" შეიკრიბნენ იმის გამო, რომ იქ თითქოს ისრაელის მოქალაქეები დასახლდნენ. შეკრებისთვის ხელი ძალოვანებს არ შეუშლიათ. მეორე დღეს ანტისემიტური აქციის მონაწილეებმა მახაჩკალას აეროპორტი აიღეს. ასობით ადამიანი აეროპორტის გასასვლელში შემთხვევით ადამიანებს საბუთებს უმოქმებდა, შემდეგ კი შენობაში შეიჭრა. თელ-ავივიდან ჩასული მგზავრების ევაკუაცია სპეცრაზმს სამხედრო ვერტმფრენით მოუწია. 30 ოქტომბრის საღამოს რამზან კადიროვმა კომენტარი გააკეთა მახაჩკალას აეროპორტში მომხდარ არეულობებზე: რუსეთის პრეზიდენტის შემდეგ მან უაპელაციოდ დაადანაშაულა დასავლეთი და მოუწოდა დაღესტნელებს, რომლებიც თანაუგრძნობდნენ პალესტინას, იბრძოლონ უკრაინის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა უშიშროების ძალებს უბრძანა რესპუბლიკაში არასანქცირებული აქციების მონაწილეებს „შუბლში ესროლონ“ ჰაერში სამი გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S