Accentnews.ge
ბელარუსის სპეცრაზმის ყოფილი წევრის მტკიცებით, ის ლუკაშენკოს კრიტიკოსებს კლავდა

ბელარუსის სპეცრაზმის ყოფილი წევრის მტკიცებით, ის ლუკაშენკოს კრიტიკოსებს კლავდა

17/12/2019 15:32:50 სხვა, მსოფლიო

ბელარუსის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრი იური გარავსკი ამტკიცებს, რომ 20 წლის წინ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოპონენტებს გატაცებასა და მკვლელობაში მონაწილეობდა. ამჟამად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მყოფ გარავსკისთან ინტერვიუს Deutsche Welle აქვეყნებს. 

გარავსკის თქმით, 1999-2003 წლებში ის ბელარუსის შსს-ს შიდა ჯარების სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების რაზმის (СОБР) წევრი იყო. გარავსკი ამბობს, რომ სხვა სპეცრაზმელებთან ერთად გაიტაცა და მოკლა შსს-ს ყოფილი მინისტრი იური ზახარენკო, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ვიქტორ გონჩარი და ბიზნესმენი ანატოლი კრასოვსკი, რომელიც ბელარუსის ოპოზიციას აფინანსებდა.

1999 წლის გაზაფხულზე და შემოდგომაზე ზახარენკო, გონჩარი და კრასოვსკი გაუჩინარდნენ. საქმეზე ადგილობრივი გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა. 2004 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპეცმომხსენებელმა ხრისტოს პურგურიდესმა საქმის დეტალები შეისწავლა და დაასკვნა, რომ ზახარენკო, გონჩარი და კრასოვსკი СОБР-ის წევრებმა გაიტაცეს და მოკლეს, ოპერაციას კი ვიცეპოლკოვნიკი დიმიტრი პავლიჩენკო ხელმძღვანელობდა.

41 წლის გარავსკი ბელარუსიდან ევროპაში გაიქცა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მისი შუამდგომლობა ამჟამად განხილვის სტადიაზეა. ინტერვიუს დროს მან Deutsche Welle-ს თავისი სიტყვების დამადასტურებელი ზოგიერთი დოკუმენტის ორიგინალები და ასლები აჩვენა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ინტერვიუს გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც გარავსკის მიერ დასახელებული ფაქტები გადაამოწმეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S