Accentnews.ge
პრეზიდენტი „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა

პრეზიდენტი „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა

17/12/2019 15:43:13 სხვა, საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მე-5 საერთაშორისო კონფერენციის „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“ მონაწილეებს შეხვდა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ​შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართული და აფხაზური ენების წინაშე მდგარ გამოწვევებს, ენის კომპიუტერული მოდელირების, ავტომატური თარგმნისა და ენის ელექტრონული სწავლების საკითხებს. 

"შეხვედრას ესწრებოდნენ: ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების მკვლევარი ლუნდის უნივერსიტეტიდან იერდ კარლინგი, ქართველოლოგი, ტიპოლოგი მალმოს უნივერსიტეტიდან კარინა ვამლინგი, კორსპუსლინგვისტიკის მკვლევარი ლიდზის უნივერსიტეტიდან სერგეი შაროვი, კორპუსლინგვისტიკის აღიარებული სპეციალისტი ეკონომიკის უმაღლესი სკოლიდან დიმიტრი სიჭინავა, მკვლევარი ნიუ ჯერსის საქალაქო უნივერსიტეტიდან დონა მ. ფარინა" - აცხადებენ ადმინისტრაციაში. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S