
ჩინეთმა საკუთარი წარმოების პირველი ავიამზიდი მიიღო შეიარაღებაში
17/12/2019 15:47:11 სხვა, მსოფლიო
ჩინეთმა საკუთარი წარმოების პირველი ავიამზიდი მიიღო შეიარაღებაში. ხომალდი “შაიდუნი” ფლოტს ჰაინანის კუნძულის პორტში გადაეცა, იუწყება სააგენტო "სინხუა".
"შაიდუნი" დახვეწილი ასლია საბჭოთა ავიამზიდ ”ვარიაგისა”, რომელიც ჩინეთმა უკრაინისგან 1998 წელს შეიძინა. მაშინ პეკინი აცხადებდა, რომ მძიმე ავიამზიდს გასართობ პარკად გარდაქმნიდა, თუმცა შემდგომში ხომალდზე მუშაობა დაასრულა და 2012 წელს იგი ექსპლუატაციაში სახელით “ლიაონინი” ჩაუშვა.
ავიამზიდის შეიარაღებაში მიღება პეკინს შესაძლებლობას მისცემს, გააძლიეროს ზეწოლა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, რომლის კუნძულების ფლობის საკითხში დავა აქვთ ჩინეთს, ტაივანს, ვიეტნამს, მალაიზიას, ფილიპინებსა და ბრუნეის, - წერს “The Defence Post”.
ნოემბერში ხომალდმა უკვე ჩაიარა ტაივანის სრუტეში.
ცნობისთვის: ჩინეთი ტაივანს თავისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს.