Accentnews.ge
ლევან დოთიაშვილს სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ

ლევან დოთიაშვილს სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ

09/11/2023 15:46:27 კონფლიქტები, საზოგადოება

რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონის – სამაჩაბლოს ე.წ. უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს დღეს გადმოსცემენ.

ე.წ. უწყება აღნიშნავს, რომ "იმის გათვალისწინებით, რომ მომხდარზე გამოძიება ოპერატიულად და სრულად ჩატარდა, ასევე ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე", მიღებული იქნა გადაწყვეტილება დოთიაშვილის "საქართველოში დეპორტაციის შესახებ".

ოსური "გამოძიება" იმეორებს ადრე შემოთავაზებულ ვერსიას მომხდარის შესახებ, თუმცა ყურადღება არ მახვილდება მკვლელობის დეტალებზე.

საყურადღებოა, რომ ე.წ. ოსური "კაგებე" ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე კონცენტრირდება და ხაზს უსვამს, რომ ის აგვისტოს ომის მონაწილეა. კერძოდ, გინტურს მოიხსენიებენ, როგორც ადგილობრივ აქტივისტს, სააკაშვილის მხარდამჭერს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს და მიუთითებენ, რომ "2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში“.

მანამდე რუსი სამხედროების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზმა მედიასთან თქვა, რომ თამაზს ეძებდნენ:

"2008 წელს მონაწილეობდა ომში, წოდებით იყო მაიორი და მე როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც".

გინტური 6 ნოემბერს მოკლეს კირბალში ოკუპანტებმა, დოთიაშვილი გაიტაცეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S