Accentnews.ge
«ნომერ პირველი იდეა ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანება უნდა იყოს»

«ნომერ პირველი იდეა ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანება უნდა იყოს»

17/12/2019 16:11:57 კონფლიქტები

«ნომერ პირველი იდეა ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანება უნდა იყოს» - კვლავ აცხადებს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი.

როგორც მან დღეს წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, “ეროვნული იდეის გამო ოსები დაზარალდნენ 1920, შემდეგ 1989-90, შემდეგ 2008 წლებში და ეს იდეა ყოველთვის იყო ერთიანი ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში”.

“არსებობს ისტორიული ძაფი და მისი გაწყვეტა, ანუ ამ ეროვნული იდეის შეცვლა დაუშვებელია. ოსური ეთნოსი ერთ გეოგრაფიულ სივრცეში უნდა ცხოვრობდეს. თუ ეთნოსი გაყოფილია, ერთადერთი იდეა გაერთიანება შეიძლება, იყოს” - აღნიშნა ბიბილოვმა.

ცნობისთვის: “ორი ოსეთის რუსეთის ფედერეციის შემადგენლობაში აუცილებელი გაერთიანების” იდეას დე ფაქტო პრეზიდენტი პერიოდულად ააქტიურებს, თუმცა მას დიდი მხარდაჭერა არც კრემლის მხრიდან აქვს, არც თავად ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S