Accentnews.ge
"ცუდად ვარ" – დოთიაშვილი ქართულ მხარეს გადმოსცეს

"ცუდად ვარ" – დოთიაშვილი ქართულ მხარეს გადმოსცეს

09/11/2023 17:27:54 კონფლიქტები, საზოგადოება

ლევან დოთიაშვილი ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლდა. ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თანხლებით გადმოვიდა. მისი გადმოცემა ქართული მხარისთვის ერგნეთში შედგა.

დოთიაშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

"ცუდად ვარ. ხვალ დაგელაპარაკებით",– შემოიფარგლა მოკლე კომენტარით.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგენთში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები".

"უკანონო დაკავებულის გათავისუფლების შესახებ კომუნიკაციისას, ასევე, ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით. მუშაობა, ასევე, მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად" - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

დოთიაშვილიl ოკუპანტებმა კირბალიდან 6 ნოემბერს გაიტაცეს. მისი თანმხლები თამაზ გინტური მოკლეს. დოთიაშვილი მკვლელობის ერთადერთი მოწმეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S