09-11-2023 22:46:46 ციტატა
"ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით",– წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე და საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
მანამდე მათ შეხვედრა გამართეს.
მაკრონი სავარაუდოდ, ამ კომენტარით ეხმიანება ევროკომისიის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის თაობაზე.