Accentnews.ge
შსს-თან აქტივისტები მოითხოვენ, ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

შსს-თან აქტივისტები მოითხოვენ, ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

18/12/2019 06:17:17 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„ამ სისტემის დედაც!" - ამ სახელწოდებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამარათლე წევრი ანა დოლიძე სამოქალაქო აქტივისტებთან და მოქალაქეებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მდუმარე აქციას მართავს.

აქციის მთავარი მოთხოვნაა, შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს.

აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ წარწერების გაკეთებას და ღობეზე შავი ლენტას გაკვრას აპირებენ.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S