Accentnews.ge
ჩაკეტილი დე ფაქტო საზღვრის მორიგი მსხვერპლი

ჩაკეტილი დე ფაქტო საზღვრის მორიგი მსხვერპლი

18/12/2019 06:44:41 კონფლიქტები

ჩაკეტილ დე ფაქტო საზღვრს კიდევ ერთი პირის, ეთნიკურად ოსი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს. 


"კიდევ ერთი მსხვერპლი დაგვიანებული სამედიცინო მომსახურების გამო. გზის დაკეტვის დღიდან, ოჯახი მის გადაყვანას ითხოვდა თბილისში. ნოემბერში დამძიმდა, არ დართეს ნება- გადაიყვანეს ცხინვალში. მხოლოდ გუშინ გადაიყვანეს თბილისში - სადაც გარდაიცვალა. ის მორიგი მსხვერპლია გზის დაკეტვის" - აცხადებს მეარაყიშვილი. 

ცნობისთვის: ოსურმა მხარემ დე ფაქტო საზღვარი „დესტაბილიზაციასთან“ დაკავშირებით 5 სექტემბრიდან ჩაკეტა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S