Accentnews.ge
ერეკლე კუხიანიძეს თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დაატოვებინეს

ერეკლე კუხიანიძეს თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დაატოვებინეს

18/12/2019 08:26:21 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრს ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს. ამის შესახებ საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ბექა დავითულიანმა განაცხადა.

გუშინ უმრავლესობის წევრ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიჭრნენ და კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეები კუხიანიძის გადადგომას მოითხოვეს. მათ კაბინეტში გააკრეს სტიკერები, წარწერით „შეცვალე“ და „ვაჟა ექიმი გმირია“. პოლიციამ აქციის 4 მონაწილე დააკავა.

რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა. მსგავსი შინაარსის კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის. საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გუშინ, 16 დეკემბერსაც გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარემ აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს უთხრა, რომ გუნდი გაივლიდა კონსულტაციებს და გადაწყვეტილებას მეორე დღეს გააცნობდნენ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S