13-11-2023 11:56:17 ეს საინტერესოა
კოლუმბიის უნივერსიტეტის რექტორ ჯედერ ალექსის კასტანოს ძალიან მოენატრა თავისი ძაღლი სიმონე, რომელიც მას ყოფილმა მეუღლემ განქორწინების შემდეგ წაართვა, – ამას მოწმობს საქმის მასალები სასამართლო სხდომებიდან, იუწყება TheWashington Post.
კასტანო ძაღლს „ბავშვად“ მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მისი ყოფილი ცოლი ძალიან იშვიათად აძლევდა ცხოველის ნახვის უფლებას, ხოლო სიმონე ამის გამო „ემოციურ ტრავმას“ განიცდიდა. რექტორის ყოფილმა მეუღლემ უარი თქვა, დაგეგმილი ვიზიტების დანიშვნაზე, რათა კასტანოს ძაღლთან ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონოდა.
საბოლოოდ მან გადაწყვიტა, სასამართლოსთვის მიემართა, რომელმაც დაადგინა, რომ სიმონე იურიდიულად შეიძლება, ჩაითვალოს "მის ქალიშვილად" და განქორწინების საქმეში ეს მხედველობაში უნდა მიღებულიყო. ბოგოტას უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ძაღლი განქორწინებამდე იყო "სახეობათაშორისი ოჯახის" ოფიციალური წევრი. .
ამრიგად, კასტანოს უფლება აქვს, სიმონეს ეწვიოს გრაფიკით, რადგან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძაღლსაც აქვს გრძნობები და ზიანი განიცადა რექტორის განქორწინების შემდეგ.