
ბორელი: ევროკავშირი მზადაა, გაზარდოს მისია სომხეთში და შეამსუბუქოს სავიზო რეჟიმი
13/11/2023 18:49:54 კავკასია
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს შეხვდნენ, რათა განეხილათ სომხეთის მხარდაჭერის გზები რეგიონული არასტაბილურობის ფონზე, მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ დაბრუნების შემდეგ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესიმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბორელის თქმით, ევროკავშირის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სომხეთში სამოქალაქო მისიის გაზრდის წინადადებას, რომელიც განახორციელებს უფრო ხშირ პატრულირებას აზერბაიჯანთან საზღვრის "რთულ მონაკვეთებზე“.
ასევე განიხილეს სომხეთის შესაძლო მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდიდან და "ვიზალიბერალიზაციის ვარიანტი" სომხეთის მოქალაქეებისთვის.
„ჩვენ განსაკუთრებული სიფხიზლე უნდა გამოვიჩინოთ სომხეთის დესტაბილიზაციის მცდელობის მიმართ - შიგნიდან თუ გარედან. ჩემი გზავნილი აზერბაიჯანისადმი ნათელი იყო: სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ნებისმიერი მცდელობა იქნება მიუღებელი და ამას ექნება მძიმე შედეგები ჩვენი ურთიერთობების ხარისხზე“ – ხაზგასმით აღნიშნა ბორელმა.
მან გაიმეორა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ერევანს და ბაქოს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმების ირგვლივ. ასევე არ არის გამორიცხული, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ევროკავშირის „ძირითადი“ საბჭოს მომავალ შეხვედრას დაესწროს.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არის მთავარი პარტნიორი, რომელმაც ბოლო წლებში მხარს უჭერდა სომხეთის მთავრობის ფუნდამენტურ რეფორმებს.