Accentnews.ge
ვოლსკი 15 წლის მოზარდის საქმესთან დაკავშირებით თითს წინა ხელისუფლებებისკენ იშვერს

ვოლსკი 15 წლის მოზარდის საქმესთან დაკავშირებით თითს წინა ხელისუფლებებისკენ იშვერს

18/12/2019 13:56:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ვოლსკი 15 წლის მოზარდის საქმესთან დაკავშირებით თითს წინა ხელისუფლებებისკენ იშვერს.

„ძალადობრივი, მათ შორის არასრულწლოვანებზე მოძალადე სისტემა დიდი ხანია დაინგრა. ამ ნანგრევებზე ახალი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა, ახალი სტრუქტურებით და ლოიალობის უპრეცენტო ხარისხით. მაგრამ ვერანაირი სისტემა ვერ იმუშავებს, თუკი შემსრულებლები მართვის ყველა რგოლში არ არიან შინაგანად მზად, ძველისაგან განთავისუფლებულნი და მაღალი პროფესიონალიზმით აღჭურვილნი. მორალური ნგრევისა და სისასტიკის ათეულობით წელს უკვალოდ არ ჩაუვლია და პერიოდულად გვახსენებს თავს მძიმე, ეროვნული მასშტაბის ტრაგედიით. ამაზრზენია იმის ყურებაა, როგორ წაესივნენ ბავშვის სიკვდილის ფაქტს პოლიტიკური სვავები! ვუსამძიმრებ ლუკას ოჯახს! ვუსამძიმრებ თვითოეულ ჩვენთაგანს! ვუსამძიმრებ ჩვენს ქვეყანას!“, – წერს ვოლსკი სოცილაურ ქსელში.

ცნობისთვის: "მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S