Accentnews.ge
მერკელი აშშ-ის სანქციებს ეწინააღმდეგება

მერკელი აშშ-ის სანქციებს ეწინააღმდეგება

18/12/2019 14:19:08 სხვა, მსოფლიო

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-ის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში ჩართული კომპანიების მიმართ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.

„ვეწინააღმდეგები აშშ–ის მიერ იმ კონპანიებისთვის სანქციების დაწესებას, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში არიან ჩართულები“, – განაცხადა მერკელმა.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ–ს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის გამო ომით დაემუქრა.  კერძოდ, როგორც პუტინმა მიმდინარე წლის ივნისში სსანქტ–პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, "ეკონომიკური ეგოიზმი სავაჭრო და შესაძლოა, რეალური ომის რეცეპტიც იყოს“. 

„აშშ ცდილობს, შეაჩეროს რუსული „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის პროექტი. ის, რასაც ვაშინგტონი აკეთებს, მსოფლიოში მეტ კონფლიქტს გამოიწვევს. ეს არის გზა დაუსრულებელი კონფლიქტისკენ, სავაჭრო და შესაძლოა, არა მარტო სავაჭრო ომებისკენ – რეალური ომებისკენაც. ხატოვნად რომ ვთქვა, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე, რომელიც ყველას ყველასთან აპირისპირებს“, – განაცხადა პუტინმა .

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“ რუსული პროექტია, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც რუსეთი  ევროპას ბუნებრივ აირს უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის.

21 მაისს უკრაინაში ვიზიტის დროს აშშ–ის ენერგეტიკის მდივანმა რიკ პერიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უახლოეს მომავალში „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის პროექტში ჩართულ კომპანიებს მთელ რიგ შეზღუდვებს დაუწესებდა.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ წინააღმდეგობა ჯერ კიდევ მძლავრია და მოწინააღმდეგეთა რიგებშია ამერიკის შეერთებული შტატებიც. აშშ-ის სენატი მალე მიიღებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, ამ პროექტში ჩართულ კომპანიებს სანქციები დაუწესდებათ“, – განაცხადა პერიმ.  

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S