Accentnews.ge
მედია: უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი რუსეთს ტყვედ ჩაუვარდა

მედია: უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი რუსეთს ტყვედ ჩაუვარდა

14/11/2023 13:37:59 თავდაცვა

უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი რუსეთს ტყვედ ჩაუვარდა, – იუწყება "რადიო თავისუფლება" ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემას წყაროები უდასტურებენ, რომ რუსული სახელმწიფო მედიის მიერ დასახელებული საქართველოს ორი მოქალაქის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაციას.

მანამდე, კრემლის მიერ კონტროლირებადი გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ ტყვედ არიან აყვანილი უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერნაციონალური ლეგიონის შემადგენლობაში მოხალისედ მებრძოლი გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძე.

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვენელის მამუკა მამულაშვილის თქმით, ტყვედ ჩავარდილ საქართველოს მოქალაქეებს „ქართულ ლეგიონთან“ შეხება არასოდეს ჰქონიათ. როგორც მან "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი ტყვედ ერთ-ერთი ოპერაციისას ჩავარნენ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქის დატყვევების შესახებ ღია წყაროებში გავრცელებული ეს პირველი ინფორმაციაა.

მანამდე ცნობილი იყო, ეთნიკურად ქართველი, რუსეთის მოქალაქე ნოდარ ბახტურიძის უკრაინაში ტყვეობის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S