
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
14/11/2023 14:19:41 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6981 ლარი ეღირება, ევრო – 2.8932 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3160 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6970 ლარი ღირდა, ევრო – 2.8836 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3027 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.