Accentnews.ge
15 წლის ლუკა სირაძეს წესს აუგებენ

15 წლის ლუკა სირაძეს წესს აუგებენ

18/12/2019 15:11:46 სხვა, საზოგადოება

15 წლის ლუკა სირაძეს, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, წესს აუგებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს პრეს–სამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება. პატრიარქმა მისცა კურთხევა. გუშინ მოძღვარმა შვიდგზის ზეთისცხების მსახურება შეასრულა საავადმყოფოში ლუკასთვის, შესაბამისად მას შენდობის ლოცვაც წაუკითხა მან. ესეც რომ არა, დღეს მის დედასა და ძმასთან საუბრიდან გამოჩნდა, რომ დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ მან თავი გადმოიგდო. არსებობს მოსაზრება და გამორიცხული არ არის, რომ ლუკა შემთხვევით ჩამოვარდნილიყო", – წერს ჯაღმაიძე. 

ცნობისთვის: 5 ნოემბერს სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდისთვის, რომელიც პოლიტიკური პარტია “გირჩის" “ბიბლიური თავისუფლების“ წევრი იყო, ეკლესია წესს ამ დრომდე არ აუგია. 

"მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.



ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S