Accentnews.ge
ადვოკატი: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ შეინიშნება

ადვოკატი: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ შეინიშნება

15/11/2023 05:59:27 პოლიტიკა, სამართალი

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობაში რადიკალური, მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება არ არის.

"სააკაშვილის მდგომარეობაში რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ შეინიშნება. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებას შესწევს ამ ეტაპზე რესურსი, უზრუნველყოს იმ სამედიცინო მომსახურების გაწევა, რასაც ამჟამად უწევენ მესამე პრეზიდენტს", - ამბობს შოთა თუთბერიძე.

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმი გიორგი გრიგოლია კი აღნიშნავს, რომ ბოლო ვიზიტის მიხედვით, გაუმჯობესება მხოლოდ წონის თვალსაზრისით შეინიშნება:

"ერთადერთი გაუმჯობესება რაც იყო, იყო ის, რომ ცოტათი მოიმატა წონაში, 3 თუ 4 კილოგრამით, დანარჩენი, ის ნევროლოგიური დიაგნოზები, ანორექსიული დიაგნოზები, ყველაფერი დარჩენილია. ყოველ შემთხვევაში, ერთი თვის წინ ასე იყო".

გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და როცა ექიმების რეკომენდაცია იქნება, მას პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S