
ახალგორის საავადმყოფოდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 80 წლის მამაკაცი გადმოიყვანეს
18/12/2019 16:21:04 კონფლიქტები
ახალგორის ოკუპირებული რაიონის საავადმყოფოდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 80 წლის მამაკაცი გადმოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, კარლო თაზიაშვილი გულის უკმარისობის დიაგნოზით ოკუპირებული რაიონის საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, პაციენტი მცხეთის საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ოკუპირებული რაიონიდან პაციენტის გადმოყვანის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.