Accentnews.ge
“რესპუბლიკური პარტია" არასოდეს ყოფილა ასეთი შეურაცხყოფილი, თუმცა ერთიანი, როგორიც ახლაა“

“რესპუბლიკური პარტია" არასოდეს ყოფილა ასეთი შეურაცხყოფილი, თუმცა ერთიანი, როგორიც ახლაა“

19/12/2019 04:32:37 სხვა, მსოფლიო

"რესპუბლიკური პარტია" არასოდეს ყოფილა ასეთი შეურაცხყოფილი, თუმცა ერთიანი, როგორიც ახლაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმეტზე გამართული კენჭისყრის შედეგების კომენტირებისას მიჩიგანში, მის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

„ვაუ, ვაუ, თითქმის 200. არცერთი რესპუბლიკელის ხმა არ დაგვიკარგავს, სამმა დემოკრატმა კი ჩვენს სასარგებლოდ მისცა ხმა. რესპუბლიკური პარტია არასოდეს ყოფილა ასეთი შეურაცყოფილი, თუმცა ერთიანი, როგორიც ახლაა,“ - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის არის პირველი ადამიანი, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა იმპიჩმენტი გამოუცხადეს. „დემოკრატებმა იმპიჩმენტი გააუფასურეს,“- დასძინა ტრამპმა.

„ყველამ, ვინც პრეზიდენტი ხდება, შესაძლოა სატელეფონო ზარი განახორციელოს და ამის გამო იმპიჩმენტი მოუწყონ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხზე ორი ბრალდება დაამტკიცა. ამჯერად საბრალდებო დასკვნა სენატს უნდა გადაეცეს განსახილველად. სენატში პროცესს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის თანაპარტიელები, რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობას ფლობენ, იმპიჩმენტისთვის კი, საჭიროა ხმების სულ მცირე ორი მესამედ. სენატში იმპიჩმენტის პროცესი იანვარში დაიწყება.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S