Accentnews.ge
ფაშინიანი ОДКБ-ს დროს აძლევს

ფაშინიანი ОДКБ-ს დროს აძლევს

15/11/2023 15:06:08 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის თაოსნობით მოქმედ "კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას" (ОДКБ) "დაფიქრებისთვის" დროს აძლევს.

როგორც პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "სომხეთმა არა უარი თქვა ОДКБ-ს სხდომაში მონაწილეობაზე, არამედ გადაწყვიტა, არ დასწრებოდა მას მიზეზთა გამო და არ ამზადებს საფუძველს ორგანიზაციის დატოვებისთვის, რადგან ეს საფუძველი ან არსებობს, ან არა, განურჩევლად სომხეთის მზადებისა".

"ОДКБ-მ, ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად, არ მოახინა სათანადო რეაგირება სომხეთის უსაფრთხოების გამოწვევებზე და ეს რამდენჯერმე მოხდა. ჩვენი საზოგადოებისთვის გაუგებარია, რატომ ხდება, რომ ყოველ ჯერზე მივდივართ, ვითხოვთ კუთვნილს, მაგრამ უპასუხოდ ვბრუნდებით. ОДКБ უარს ამბობს სომხეთში თავისი პასუხისმგებლობის ზონის დაფიქსირებაზე, ეს კი იმას შეიძლება, ნიშნავდეს, რომ სომხეთი, ამ პირობებში ხმაამოუღებლად მონაწილეობის შემთხვევაში უბრალოდ მიემხრობა ლოგიკას, რომლის თანახმად, ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ დგება. ჩვენ თავს ამის უფლებას ვერ მივცემთ. ამდენად, ОДКБ-ს დროს ვაძლევთ დაფიქრებისთვის" - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, "სომხეთს ОДКБ-სთვის მისიის გაგზავნაზე უარი არ უთქვამს":

"ჩვენ მხოლოდ ვიკითხეთ, "სად იგზავნება ეს მისია?". პასუხად გვითხრეს, "სომხეთშიო". მაშინ ვთქვით: "გვაჩვენეთ ის სომხეთი, რომელიც წარმოგიდგენიათ". არ გვიჩვენეს. ეს ჩვენ ვაჩვენეთ სომხეთი და ვთქვით, რომ უნდა შედგეს პროტოკოლი, მაგრამ ОДКБ-მ ეს არ გააკეთა. ასეთ პირობებში მსგავს მისიას ვერ მივიღებთ, - წინააღმდგე შემთხვევაში გამოვა, რომ ვახდენთ სომხეთის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენისა და აზერბაიჯანის შემოჭრის ლეგიტიმაციას".

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი "არ გამოაცხადებს რაიმე სტრატეგიულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, სანამ ОДКБ-ს დატოვების გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S