
პოლიციას კიდევ ერთი მოზარდის წინააღმდეგ ძალადობაში ადანაშაულებენ
19/12/2019 06:11:02 სხვა, სამართალი
პოლიციას კიდევ ერთი მოზარდის წინააღმდეგ ძალადობაში ადანაშაულებენ.
როგორც 16 წლის მოზარდის ადვოკატი აცხადებს, შემთხვევა დასავლეთს საქართველოს ერთ–ერთ ქალაქში დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა.
როგორც ვახტანგ ესაკია ჰყვება, პოლიციამ მოზარდი გადამოწმების მიზნით გააჩერა, გარეგანი დათვალიერება ჩაატარეს, თუმცა არ შეადგინეს შესაბამისი ოქმი. ამის შემდეგ მას არაუფლებამოსილმა პირებმა – კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჯიბეები შეუმოწმეს, რაღაც ნივთიერება ამოუღეს, ჩასვეს მანქანაში და კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც გამოკითხვა ისე ჩატარდა, რომ პროცესს არც ადვოკატი და არც მოზარდის მშობლები არ დასწრებიან. მოგვიანებით მოზარდი ნარკოლოგიურში წაიყვანეს და არ გააცნეს უფლება, რომ ეს პროცედურა ნებაყოფლობითი იყო.
ადვოკატის თქმით, მოზარდი სახლში ღამის პირველის ნახევარზე მიიყვანეს, იგი დაახლოებით 7 საათის განმავლობაში იყო პოლიციაში და მასზე ამ ხნის განმავლობაში ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორცილდებოდა.
ადვოკატი პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისთვის გამოძიების დაწყებას ითხოვს. მან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შესაბამისი ინფორმაცია უკვე მიაწოდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021