
INSTAGRAM-მა კადიროვის შვილებს ანგარიშები დაუბლოკა
16/11/2023 06:50:44 კავკასია
სოციალურმა ქსელმა Instagram-მა ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის სამი ვაჟის – ახმატის, ადამის და ელის ანგარიშები დაბლოკა.
დაიბლოკა ასევე რამდენიმე ჩეჩნური გვერდი, რომლებზეც კადიროვის შესახებ სიახლეები ვრცელდებოდა. .
Youtube-მა დაბლოკა ჩეჩნური სახელმწიფო სატელევიზიო კომპანია "გროზნის" არხი.
დაბლოკვას გამოეხმაურა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ინფორმაციის მინისტრი ადამ დუდაევი:
"ეს არის მრავალმილიონიანი აუდიტორიის, რომელიც სიმართლის გაგებას ცდილობს, უფლებების პირდაპირი დარღვევა. ჩვენ კანონიერი გზებით გავაპროტესტებთ ამ გადაწყვეტილებას".
წარსულში Instagram-მა დაბლოკა ადამ კადიროვის ანგარიში მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ის დაუცველ პატიმარს სცემს. ამ ძალადობრივი აქტის შემდეგ კადიროვის მოზარდმა შვილმა 7 ჯილდო და თანამდებობა მიიღო.