Accentnews.ge
18 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

18 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

16/11/2023 07:10:19 სამართალი

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი, 2008 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს.

შსს–ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2005 წელს დაბადებულ ე.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S