Accentnews.ge
ბათუმში დაჭრილი პოლიციელი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება

ბათუმში დაჭრილი პოლიციელი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება

19/12/2019 07:00:29 სხვა, სამართალი

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაჭრილი, 29 წლის პატრულ-ინსპექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მალხაზ ხალვაში აცხადებს, პაციენტი ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვაზე რჩება.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი გუშინ მოხდა. აჭარის პოლიციციის დეპარტამენტის დირექტორის კოტე ანანიაშვილის თქმით, საპატრულო ეკიპაჟი მოქალაქემ შეაჩერა. მისი ინფორმაციით, როცა პოლიციელი მანქანიდან გადმოვიდა, მოქალაქემ ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. ეკიპაჟის მეორე წევრმა პირი მაშინვე დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S