
ლაზარეს დედა – პრეზიდენტს: ვთხოვ, როგორც დედას, გვერდში დამიდგეს
16/11/2023 08:55:36 სამართალი
მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე აცხადებს, რომ თუ მისი შვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარეს შეწყალების თხოვნით მიმართავს.
„ჩემი შვილი არის ამხელა მანქანის მსხვერპლი… თუ ამ მოვლენებს უყურებს[ზურაბიშვილი], მგონია, ჩანს, რომ ლაზარეს დანაშაული არ გამოიკვეთა. პრეზიდენტს, როგორც დედას, ვთხოვდი, რომ გვერდში დამიდგეს” – განაცხადა „ფორმულასთან“ საუბრისას თამთა კალანდაძემ.
ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. განაჩენი 17 ნომებრს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა სასამართლომ ნოემბერში ჩანიშნული პროცესები დეკემბერში გადადო.
ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტში, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.