 
                        მოსკოვი-ერევნის რეისის თვითმფრინავი თბილისში იძულებით დაეშვა
16/11/2023 09:40:46 კავკასია, საზოგადოება
სომხური ავიაკომპანია FlyOne Armenia-ს თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით მიფრინავდა, თბილისში იძულებით დაეშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ერევნის აეროპორტზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, იძულებით დაშვების მიზეზი ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტის მიდამოებში არსებული ძლიერი ნისლი გახდა.
როგორც იუწყებიან, Air Cairo-ს თვითმფრინავი ერევნის ცაზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ტრიალებს და ელოდება ხელსაყრელ პირობებს დასაფრენად.



 
                     
         
                 
		        		 
		        		 
		        		