
მედია: ესპანეთში ე.წ. ქართული მაფიის 31 წევრი დააკავეს
16/11/2023 11:53:37 სამართალი
ესპანეთში მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ე.წ ქართული მაფიის 31 წევრი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
მისი ცნობით, სპეცოპერაცია ესპანეთის ოთხ ქალაქში - ბარსელონაში, ესტეპონაში, მარბელაში და ალიკანტეში 14 ნოემბერს ჩატარდა.
გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების საქმიანობა ძირითადად საცხოვრებელი სახლების ძარცვა და ფულის გათეთრება იყო, ძირითად არეალს კი ბარსელონა წარმოადგენდა.
მასშტაბურ სპეცოპერაციაში ესპანეთის ეროვნული პოლიციის, ინტერპოლისა და FBI-ს 350-მდე აგენტი იღებდა მონაწილეობას.