
ადიგენის მერმა მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ზანავისა და გორგულის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გამართა
16/11/2023 13:25:04 რეგიონები, რეკლამა
ადიგენის მერმა მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ზანავისა და გორგულის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გამართა. ადიგენის მერიის ცნობით, შეხვედრის მიზანს მერის მიმდინარე წლის ანგარიშის წარდგენა, ადგილობრივების საჭიროებების გაცნობა და მომდევნო წელს შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა წარმოადგენდა.
დღესვე, ადიგენის მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილობრივებს ბროშურები გადასცა, სადაც მერის 2023 წლის ანგარიშია წარმოდგენილი.
მოსახლეობასთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, დაბა ადიგენსა და დაბა აბასთუმანში ეტაპობრივად გაიმართება.