
ავსტრალიური გამოცემა The strategist "ჯეოქეისის" მკვლევრის ბექა ბოჭორიშვილის სტატიას აქვეყნებს
16/11/2023 13:28:06 პოლიტიკა, რეკლამა
ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის" ცნობით, „ჯეოქეისისა“ და ავსტრალიური ანალიტიკურ ორგანიზაცია ASPI-ის თანამშრომლობის ფარგლებში, ASPI- ს მედია პლატფორმაზე (The Srategist) განთავსდა კონფლიქტების მიმართულებით „ჯეოქეისის“ მკვლევრის, ბექა ბოჭორიშვილის სტატია.
"ASPI (ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის გამორჩეულ კომენტარებისა და ანალიზის ცენტრი) გახლავთ ავსტრალიური ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია თავდაცვისა და სტრატეგიული პოლიტიკის საკითხებზე მსოფლიოში. გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი მადლიერება ASPI-ს მიმართ, რათა მოგვეცა შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა ჩვენი თვალსაზრისი მათი პლატფორმის საშუალებით.
ასევე, დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ავსტრალიის თანამეგობრობაში, ბატონ ბექა დვალს როგორც წარმოდგენილ ორ ორგანიზაციას შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობისათვის, ისე ზემოთხსენებული სტატიის გამოქვეყნებისთვის გაწეული ძალისხმევისათვის. ცალსახაა, რომ ბატონი ელჩის მხარდაჭერა იყო ამ თანამშრომლობის ქვაკუთხედი. გამოქვეყნებული სტატია იკვლევს რუსეთის 2008 წლის ომის მუდმივ ზემოქმედებას საქართველოზე, ამასთან საქართველოსა და რუსეთს შორის რთული ურთიერთობის ისტორიულ და მიმდინარე ასპექტებს. გაეცანით სტატიას ინგლისურ ენაზე", – აცხადებენ „ჯეოქეისში".
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021