16-11-2023 18:30:12 კავკასია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ სომხეთის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.
"როგორც ჩანს, სომხეთის ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ ქვეყნის კეთილდღეობა დაფუძნდა იმ ბონუსებზე, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობით და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობით მიიღო. ეს არის რეალური ციფრები და ფაქტები, მრავალი ცარიელი, დასავლური განცხადებებისა და დაპირებებისგან განსხვავებით. პარტნიორები გვთხოვენ ამ ყველაფრის შენარჩუნებას, ამავდროულად თავად დგამენ ისეთ ნაბიჯებს, კერძოდ უსაფრთხოების სფეროში, რომლებიც აზარალებს ორმხრივ თანამშრომლობას და უგულებელყოფს რუსეთის ინტერესებს. ეს არის ორ სკამზე ერთდროულად ჯდომის მცდელობა?! თუ რა ქვია ამ საქციელს?" – თქვა ზახაროვამ და დასძინა, რომ ერთდროულად "ორ სკამზე" ჯდომა სომხეთს "კარგს არაფერს" მოუტანს.
14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ОДКБ-ს ყოველწლიურ ღონისძიებას არ დაესწრება.
მანამდე ფაშინიანმა "სტრატეგიული შეცდომა" უწოდა ქვეყნის უსაფრთხოების მხოლოდ ერთ ქვეყანაზე დაყრდნობას.
რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაიძაბა, როდესაც ერევანმა ღიად დაიწყო საკუთარ უკმაყოფილებაზე საუბარი პარტნიორის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.