კრიპტოვალუტების ფასები იზრდება

16-11-2023 18:37:05 მსოფლიო

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე მკვეთრი აღმასვლა კვკავ გრძელდება: ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია დამატებით 3.8%-ითაა გაზრდილი და ის ამჟამად 1 ტრილიონ 430 მილიარდ დოლარს აღწევს.

ბიტკოინის ფასი ამჟამად 37,300 დოლარს შეადგენს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 729 მილიარდი დოლარია.

მოიმატა ეთერიუმის ფასმაც და ის ამჟამად 2,000 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო შეფასება კი $245 მილიარდია.

კრიპტოაქტივების ფასების ზრდა პირდაპირ უკავშირებენ ბაზარზე გავრცელებულ უახლეს ცნობებს. კერძოდ, იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია ბიტკოინის და ეთერიუმის Spot ETF-ის ანუ სავაჭრო ფონდის დასამტკიცებლად ემზადება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები