Accentnews.ge
"თუ გვინდა, ჩვენი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი კოდექსობდეს, უნდა გამოიყენონ ზედმიწევნით"

"თუ გვინდა, ჩვენი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი კოდექსობდეს, უნდა გამოიყენონ ზედმიწევნით"

19/12/2019 08:36:00 სხვა, სამართალი

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი სამაგალითოა და ის "ზედმიწევნით უნდა გამოიყენონ".

"არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არის ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მიღწევა, რომლის გადაღებასაც ცდილობს ბევრი დასავლეთ ევროპული ქვეყანა. სულ ახლახანს ლუქსემბურგმა დაიწყო ჩვენი მოდელის მიხედვით რეფორმა. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს კოდექსი კოდექსობდეს, ის უნდა გამოიყენოს ზედმიწევნით იმ ადამიანებმა, ვინც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მოანაწილეობს",– განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის: დღეს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრობლემატიკაზე მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართება. 


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S