Accentnews.ge
"ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელება"

"ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელება"

19/12/2019 09:24:19 ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება. 

“ანაკლიის პორტის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება, პროექტი აუცილებლად განხორციელდება, ხოლო რა სტრუქტურით, ამაზე უკვე ვიმსჯელებთ როდესაც ინვესტორისთვის მიცემული ოფიციალური ვადა [2019 წლის 31 დეკემბერი] ამოიწურება”, – განაცხადა თურნავამ. 

„მოდით, ბოლომდე დავაცადოთ ოფიციალური, ფორმალური ვადის ამოწურვას. ეს არის ინვესტორის უფლება, ბოლომდე ისარგებლოს ამ ვადით. რაც შეეხება პროექტის შემდგომ პერსპექტივებს, ერთი რამ ცხადია, პროექტი არის ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე. ერთი მხრივ, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისა და დერეფნისთვის, ცალსახად გვჭირდება ღმრაწყლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა, მეორე მხრივ, ეს არის სტრატეგიული პროექტი ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტი ასეთი რეგიონული პროექტი იარსებებს საქართველოში, მით უფრო დაცული ვართ და ჩვენი უსაფრთხოების ხარისხიც იზრდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს თურნავამ.

შუალედური ვადა, როდესაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ბანკებთან ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებები უნდა წარედგინა, 16 დეკემბერს ამოიწურა. 31 დეკემბერი კი, საბოლოო ვადაა, როდესაც კონსორციუმმა უნდა მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები პორტის მშენებლობის დასასრულებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S