Accentnews.ge
"თვითმფრინავები სავსეა" - რუსული ტურისტული ბიზნესი – საქართველოზე

"თვითმფრინავები სავსეა" - რუსული ტურისტული ბიზნესი – საქართველოზე

17/11/2023 09:04:05 ეკონომიკა, საზოგადოება

ამ ზამთარში თბილისი, რუსი ტუროპერატორების თქმით, ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა რუსეთის მოქალაქეებს შორის.

პორტალ TourDom.ru-ს ცნობით, ვიღაც საუბრობს პოპულარობის 200%-ით ზრდაზე, ხოლო Pink Elephant-ის ქსელის ხელმძღვანელი ალექსან მკრტჩიანი მიუთითებს "გაყიდვების ათასჯერ გაზრდაზე". მიზეზად სახელდება თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების არსებობა არა მხოლოდ მოსკოვიდან და სოჭიდან, არამედ რუსეთის სხვა რეგიონებიდანაც.

”რეისები ბევრია, თვითმფრინავები – სავსე”, - აცხადებენ, პორტალის ცნობით, რუსული ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები.

„ყველაზე ხშირად ირჩევენ რვადღიან ტურებს, ღირებულება ფრენის გარეშე 500 აშშ დოლარიდან იწყება. განთავსება საუზმით, ღვინის დეგუსტაცია, შესანიშნავი ქართული ვახშამი. არის უფრო ხანგრძლივი ტურებიც. მაგალითად, ახლა ვმუშაობთ ჯგუფთან რუსეთიდან, რომელიც 11 დღით ჩამოვა“, - ამბობს რამაზ ბეროშვილი, ტურისტული კომპანია "გავაზითრაველის" მფლობელი.

პორტალის ცნობით, ბეროშვილმა დასძინა, რომ „თბილისში ყველაფერი მშვიდადაა“: „ტურისტებს აბსოლუტურად არაფრის უნდა ეშინოდეთ, პატივისცემა ყოველთვის იყო და არის - ასე ფიქრობს ქართველების 90% მაინც“.

რუსი ტუროპერატორების თქმით, მიუხედავად საახალწლო აჟიოტაჟისა, თბილისის სასტუმროებში ხელმისაწვდომი ნომრების პრობლემა არ არის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S