
რატი ბრეგაძე: „პენიტენციური კოდექსის“ მიღების შემდეგ ციხეში ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება
17/11/2023 09:10:19 სამართალი
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, „პენიტენციური კოდექსის“ მიღების შემდეგ ციხეში ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება. აღნიშნულის შესახებ მან „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, ბრეგაძის თქმით, აღნიშნული კოდექსით ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების საცხოვრებელი პირობები გათანაბრდება.
„პენიტენციური კოდექსის“ მიღების შემდეგ, ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება, რაც ძალიან დიდი დახმარებაა მსჯავრდებულებისთვის, გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები. ასევე, პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს სპეციალური სტატუსი მიენიჭება, რაც თითოეული თანამშრომლის შრომით პირობებს გააუმჯობესებს და ერთმანეთთან გაათანაბრებს. ასევე, მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, წელთა დამსახურების დანამატს მიიღებენ“, - განაცხადა ბრეგაძემ.
ცნობისთვის: სადღეისოდ ხანგრძლივი პაემნის ფასი 30-დან 120 ლარამდეა.