Accentnews.ge
რატი ბრეგაძე:"უნივერსიტეტებში დავიწყეთ საჯარო ლექციების კურსი, რომელიც შეეხება ოკუპაციას და იმ ნაბიჯებს, თუ როგორ იცავს საქართველო სუვერენიტეტს სამართლებრივი გზებით“

რატი ბრეგაძე:"უნივერსიტეტებში დავიწყეთ საჯარო ლექციების კურსი, რომელიც შეეხება ოკუპაციას და იმ ნაბიჯებს, თუ როგორ იცავს საქართველო სუვერენიტეტს სამართლებრივი გზებით“

17/11/2023 09:00:12 სამართალი

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, "უნივერსიტეტებში დაიწყეს საჯარო ლექციების კურსი, რომელიც შეეხება ოკუპაციას და იმ ნაბიჯებს, თუ როგორ იცავს საქართველო სუვერენიტეტს სამართლებრივი გზებით“. ამის შესახებ მან „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,

„2022 წელს, დამოუკიდებლობის დღეს, სიმბოლურად ჩვენ დავიწყეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების კურსი, რომელიც შეეხება საქართველოს ოკუპაციას და იმ ნაბიჯებს, თუ როგორ იცავს საქართველო სუვერენიტეტს სამართლებრივი გზებით. ეს ლექციები გრძელდება წარმატებით სხვადასხვა უნივერსიტეტში. ასევე, 2023 წლიდან საჯარო ლექციები დავიწყეთ ევროინტეგრაციის სამართლებრივ ასპექტებზეც, რათა საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული, თუ რა სამართლებრივი და პრაქტიკული ეტაპების გავლა უწევს საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღების შემდეგ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S