Accentnews.ge
რატი ბრეგაძე: ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება

რატი ბრეგაძე: ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება

17/11/2023 10:42:02 სამართალი

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება. ამის შესახებ ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა.

"წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა სამგზავრო დოკუმენტების უტყუარობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რაც საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს მგზავრობას და ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება. ეს არის საქართველოს მორიგი წარმატება დოკუმენტების უსაფრთხოების ნაწილშიც, რაც ვიზალიბერალიზაციის აუცილებელი პირობაა”,- განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S