იუსტიციის მინისტრი აშშ–ს მადლობას უხდის: 2023 წელს პენიტენციური და პრობაციის სისტემების 160-მდე თანამშრომელმა გაიარა გადამზადება ამერიკაში
17/11/2023 11:32:36 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ–ს მადლობას უხდის. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში განაცხადა.
„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თანამშრომლობის ფარგლებში, პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით 2023 წელს 160-მდე თანამშრომელმა გაიარა გადამზადება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამისათვის განსაკუთრებული მადლიერება მინდა, გამოვხატო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში გაფორმდება აშშ-თან საერთაშორისო ხელშეკრულება ექსტრადიციის საკითხებზე, რის შემდეგაც აშშ-დან საქართველოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექსტრადიციის განხორციელება გახდება შესაძლებელი.