Accentnews.ge
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჟენევაში მთავრობათაშორის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჟენევაში მთავრობათაშორის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

17/11/2023 12:21:31 საზოგადოება, რეკლამა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი გვანცა ბიწაძე ჟენევაში სამთო, წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარების მთავრობოთაშორისი ფორუმის (IGF) რიგით მე-19 გენერალურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, მთავრობათაშორისი ფორუმი ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს სასარგებლო წიაღისეულის მმართველობის გაუმჯობესებას.

"წლევანდელი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი სამთო-მოპოვებითი სექტორიდან მიღებული ენერგიის ტრანზიციის პროცესში სარგებლის გაზიარების შესაძლებლობები იყო", – განაცხადა ანდრო ასლანიშვილმა.

საქართველოს დელეგაციის გარდა, აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ სამთო-მოპოვებითი სფეროს, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები 80-ზე მეტი ქვეყნიდან.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა, რომელიც IGF-ის თავმჯდომარე გრეგ რედფორდმა გახსნა, 12 თემატური სესიისგან შედგებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S