Accentnews.ge
იუსტიციის მინისტრი: "თუ მოქირავნე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას მის გამოსახლებას აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განახორციელებს"

იუსტიციის მინისტრი: "თუ მოქირავნე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას მის გამოსახლებას აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განახორციელებს"

17/11/2023 12:42:48 საზოგადოება, რეკლამა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალ სერვისზე ისაუბრა.

"მოხარული ვარ, გაცნობოთ ჩვენი ახალი ინიციატივა, რომელიც მომხმარებელს მისცემს საშუალებას, ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, სადაც მითითებული იქნება, რომ თუკი მოქირავნე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, არ გადაიხდის თანხას, მის გამოსახლებას განახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო. ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებული. ამ შემთხვევაში დაცული იქნება მესაკუთრის უფლებები. ინიციატივას ცოტა ხანში წარმოგიდგენთ პარალამენტში და მადლიერები ვიქნებით, თუ გვექნება თქვენი შესაბამისი მხარდაჭერა“ - განცხადა რატი ბრეგაძემ.

აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის მინისტრმა დეპუტატ ნინო წილოსანის კითხვის პასუხად ისაუბრა. დეპუტატი დაინტერესდა, რა ეფექტური მექანიზმები არსებობს, როდესაც მოქირავნე არ იხდის ქირის თანხას და ამავდროულად, ნებაყოფლობით არ ცლის უძრავ ქონებას.

,,სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაციის“ პროექტი გულისხმობს, სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, სადაც მხარეები აცხადებენ თანხმობას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცეს სააღსრულებო ფურცელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S