Accentnews.ge
საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

17/11/2023 13:05:41 თავდაცვა

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და სურენ პაპიკიანმა უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

"საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთისრესპუბლიკაში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე სომეხ კოლეგას სურენ პაპიკიანს შეხვდა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი სომხეთის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის გააგრძელოს რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძემ და სურენ პაპიკიანმა ხელი მოაწერეს უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას. შეხვედრის შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძემ და სურენ პაპიკიანმა ხელი მოაწერეს უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას", – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S