Accentnews.ge
ჩოხატაური-ბახმაროს და ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილების შეზღუდვები დაწესდა

ჩოხატაური-ბახმაროს და ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილების შეზღუდვები დაწესდა

17/11/2023 13:47:48 რეგიონები, რეკლამა

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო)მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მისი ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„ასევე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი- ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S